ახალი ამბები

საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების 3% მიმდინარეობს მძიმედ, 97% – მსუბუქი/საშუალოა

10 აპრილი, 2020 • 975
საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების 3% მიმდინარეობს მძიმედ, 97% – მსუბუქი/საშუალოა

საქართველოში COVID-19-ის  დაფიქსირებული შემთხვევების 3 პროცენტს მძიმე მიმდინარეობა აქვს, 97-ს კი – მსუბუქი ან საშუალო.

ამის შესახებ სტატისტიკას დაავადებათა კონტორლის ცენტრი (NDCD) ავრცელებს.  NCDC-ს სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში, 10 აპრილის მონაცემებით, ახალ კორონავირუსზე 4005 ადამიანია ტესტირებული.

სტატისტიკის გამოქვეყნების დროს საქართველოში COVID-19 227 ადამიანს ჰქონდა დადასტურებული, რომელთაგან 54 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. შესაბამისად, სწორედ ამ მონაცემებს ეყრდნობა დაავადების მიმდინარეობის სტატისტიკაც.

უკანასკნელი მონაცემებით, (10 აპრილი, 16:00) საქართველოში COVID-19-ის 230 შემთხვევაა დადასტრუებული. კარანტინის რეჟიმში კი 4908 ადამიანი იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი