ახალი ამბები

გარკვეული კლასტერები შესაძლოა ერთმანეთთან იყვნენ კავშირში – იმნაძე

10 აპრილი, 2020 • 1078
გარკვეული კლასტერები შესაძლოა ერთმანეთთან იყვნენ კავშირში – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში ამ დროისთვის ვერ მოხერხდა კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევის პირველწყაროს დადგენა:

“ინფიცირების წყარო უცნობია ჯერჯერობით დაახლოებით სამ შემთხვევაში, როდესაც პირველი წყარო ვერ დადგინდა, თორემ შემდეგ უკვე ყველა გადაცემა დადგენილია. შემდეგ საინტერესო მონაცემებზე გავდივართ ხოლმე, მათ შორის ვიყენებთ სეკვენირებასაც… უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის შიგნით რაღაც კლასტერები შესაძლოა ერთმანეთთან იყვნენ კავშირში”, – განაცხადა იმნაძემ.

10 აპრილის 13:22 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 230-მდე გაიზარდა. 24 საათის განმავლობაში 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, გაიზარდა გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა და მათი რიცხვი 54-ია. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 908 პაციენტი,  429 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი