კორონავირუსული ინფექციით საზღვარგარეთ საქართველოს მე-6 მოქალაქე გარდაიცვალა.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
“სამწუხაროდ, კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე გარდაიცვალა სტრასბურგში – ახალგაზრდა ქალბატონო. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.