საფინანასო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტს ორმა დეპუტატმა, ზურაბ ჯაფარიძემ და დავით ონოფრიშვილმა დაუჭირეს მხარი.
სხდომის მიმდინარეობისას გოგა ხაჩიძემ პარლამენტარ ნანა ყეინიშვილს უთხრა, რომ მის “მეუღლესთან ერთად ორჯერ აქვს “პლანი” მოწეული”.
ნანა ყეინიშვილმა, რომელმაც საკანონმდებლო ცვლილების წინააღმდეგ მისცა ხმა, განაცხადა, რომ კანონის ლიბერალიზაცია რომელიმე მოზარდისთვის აუცილებლად იქნება მასტიმულირებელი, მაშინ, როცა დასჯადობა ვიღაცისთვის შემაფერხებელია.
თუმცა მოგვიანებით გოგა ხაჩიძემ ფეიბუქზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც განაცხადა, რომ მისი ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება და ყეინიშვილს “შოკური თერაპია” მოუწყო.
“მორიგი დემაგოგიის შესაწყვეტად, ერთგვარი შოკური თერაპია გამოვიყენე და ქალბატონ ყეინიშვილს, იმ დროს როდესაც მიხსნიდა – რა ცუდია, თუ ჩემი შვილი მარიხუანას მოწევს, ხუმრობით და გამოსაფხიზებლად მივახალე: თქვენს მეუღლესთან ერთად 2-ჯერ მაქვს პლანი მოწეულითქო.
(2-ჯერ იმიტომ რომ განმეორებითი მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულს იწვევს და სწორედ მაგ ნორმის შეცვლას ვცდილობთ აღნიშნული კანონპროექტით) სიტყვებმა სწრაფი ეფექტი გამოიღო, დემაგოგია უსწრაფესად შეწყდა და ყველამ გავიცინეთ”, – წერს ხაჩიძე.
გოგა ხაჩიძის ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 273–ე მუხლის დეკრიმინალიზაციაზე. კერძოდ, ხაჩიძის კანონპრექტით, ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, მცირე რაოდენობით, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მისი განმეორების შემთხვევაშიც.