ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ექიმებს მოუწოდებენ, პაციენტების პერსონალური ინფორმაცია დაიცვან

10 აპრილი, 2020 • 1276
აფხაზეთში ექიმებს მოუწოდებენ, პაციენტების პერსონალური ინფორმაცია დაიცვან

აფხაზეთში კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ოპერატიული შტაბი ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს ახსენებს, რომ პაციენტების პერსონალური ინფორმაცია კონფიდენციალური უნდა იყოს.

“ყოველდღიურად სოციალურ ქსელებში პაციენტების შესახებ პირადი ინფორმაციის გავრცელების მოწმე ვხვდებით. გვსურს, შევახსენოთ აფხაზეთის მედპერსონალს იმის შესახებ, რომ პაციენტების შესახებ პერსონალური ინფორმაცია კონფიდენციალურია”, – წერია შტაბის განცხადებაში.

აფხაზეთის ტერიტორიაზე, დღეის, 10 აპრილის მონაცემებით კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევაა ცნობილი [ქართული მხარე ამ მონაცემებს არ ენდობა].

ორივე პაციენტის, ასევე, მათი კონტაქტების შესახებ ინფორმაცია [სახელი, გვარი] სოციალურ ქსელებში მარტივად ხელმისაწვდომი გახდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი