ახალი ამბები

საქართველოსთვის COVID-19-ის მონიტორინგის აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიებმა შექმნეს

9 აპრილი, 2020 •
საქართველოსთვის COVID-19-ის მონიტორინგის აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიებმა შექმნეს

სამმა ავსტრიულმა კომპანიამ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო აპლიკაცია დაუმზადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ჯანდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს, თუმცა განაცხადეს, რომ ის ტესტირების რეჟიმშია.

როგორც multivu.com წერს, მობილური აპლიკაციის შექმნაში სამი კომპანია იყო ჩართული და მომხმარებლებს შეატყობინებს, ჰქონდა თუ არა კონტაქტი COVID-19ით ინფიცირებულ პაციენტებთან.

გამოცემა წერს, რომ აპლიკაცია გამოიყენებს ბლუთუზს, ჯიპიესსა და სხვა ტექნოლოგიებს, რომლის მეშვეობითაც სხვა მოწყობილობებთან სიახლოვეს დააფიქსირებს, რომელსაც სისტემა კონტაქტად განსაზღვრავს.

multivu.com-ის ინფორმაციით, როდესაც ორი მოწყობილობა ერთმანეთის სიახლოვეს აღმოჩნდება, ისინი ერთმანეთის მონაცემებს დაიმასხოვრებენ და თუ ერთ-ერთ მომხმარებელს კოროანავირუსი დაუდგინდება, მათ ყველა “კონტაქტს” აპლიკაცია შეატყობინებს დაავადების გადადებს რისკის შესაებ.

გამოცემა აღნიშანვს, რომ აპლიკაციის შემქმნელებმა პერსონალური ინფორმაციის დაცვის შესახებ არსებული ევროპული კანონდებლობა გაითვალისწინეს და ყველა ინფორმაცია დაშიფრულია, მომხმარებელს კი პირად ინფორმაციაზე სრული კონტროლი ექნება და თავად გადაწყვეტს, სურს თუ არა რომელიმე დეტალის გაზიარება. აპლიკაცია ასევე მისცემს მომხმარებელს შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში მთავრობას მისცეს წვდომა საკუთარ მონაცემებზე სამეცნიერო ანალიზის მიზნებისთვის.

აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება ანდროიდისა და IOS-ის მომხმარებლისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი