საქარლოთველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 4-ით გაიზარდა და 218-ს მიაღწია. ასეთია სტატისტიკა 9 აპრილის 19:00 საათის მონაცემებით.
ახალი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია მთავორბის მიერ შექმნილ საიტზე, Stopcov.ge-ზე აისახა. ვებგვერდის მიხედვით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კვლავ 50-ია, ვირუსის შედეგად კი 3 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 4722 ადამიანი საკარანტინო რეჟიმშია, 408 კი სტაციონარული დაკვირვების ქვეს რჩება.








