კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს 9 აპრილს – დამოუკიდებლობის აღდგენისა და ეროვნული ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის დღეს – ულოცავს.
“ვულოცავ საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს. საქართველოს კრიზისის დროს ერთად დგომის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, ისევე, როგორც ამას აკეთებს დღეს, პანდემიის წინააღმდეგ”, – წერს ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში, მის ოფიციალურ გვერდზე.
9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების და ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეა.