ახალი ამბები

რუსი სამხედროებისთვის აფხაზეთში საველე ჰოსპიტალი გახსნეს

9 აპრილი, 2020 • 1368
რუსი სამხედროებისთვის აფხაზეთში საველე ჰოსპიტალი გახსნეს

რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო მედიკოსებმა, რომლებიც ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე არიან, რუსეთის ბაზაზე საველე ჰოსპიტალი გახსნეს, რომელიც მათ შორის ფილტვების მექანიკური ვენტილაციის აპარატებითაცაა მომარაგებული. ინფორმაციას ამის შესახებ „აფხაზია ინფორმ“ ავრცელებს.

როგორც „აფხაზია ინფორმ“ წერს, საველე ჰოსპიტალი რუსეთის სამხედრო ბაზაზეა და საჭირო აპარატურითაა აღჭურვილი. გამოცემის ცნობით, ამჟამად ჰოსპიტალი 200 კაცის მისაღებადაა მზად.


ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, ამჟამად აფხაზეთში კორონავირუსით დაავადების 2 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი