ახალი ამბები

ბორჯომში ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოადგეს, შსს-მ ერთი პირი დააკავა

9 აპრილი, 2020 • 2094
ბორჯომში ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოადგეს, შსს-მ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა პირი, რომელსაც ბრალად ედება ძაღლის გადმოგდება  მაღალსართულიანი კორპუსიდან. ინფორმაცია ნეტგაზეთს უწყებაში დაუდასტურეს.

მათივე თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას გულისხმობს, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია.

ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს: საზოგადოებრისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსიდან ერთ წლამდე, ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლი მაკედ იყო. ახლა ის ვეტერინარულ კლინიკაშია გადაყვანილი.

გარეკანი ფოტო ეკუთვნის თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს და მას მომხდართან კავშირი არ აქვს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი