ახალი ამბები

“ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა ადამიანის სახით” – გახარია ივანიშვილზე

9 აპრილი, 2020 • 2158
“ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა ადამიანის სახით” – გახარია ივანიშვილზე

“ფონდი ქართუ და ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ამ ქვეყანაში და ეს კიდევ ერთი დამდასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა ადამიანის სახით, საქართველოს მოქალაქის სახით, რომელიც იქ, სადაც ქვეყანას სისტემური დახმარება სჭირდება, ეს ადამიანი და ფონდი გვეხმარება”, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას STOPCOV ფონდში 100 მილიონის ლარის ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

‘ეს დასაფასებელია” – აცხადებს გახარია.

კითხვაზე, რა მიმართულებებზე დაიხარჯება ფონდში აკუმულირებული თანხები, გახარია ამბობს, რომ ფული მოხმარდება მოქალაქეების ინტერესებს და COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებს.

“ორ ფრონტზე ვიბრძვით: ჯანმართელეობის და ეკონომიკის”, – განაცხადა გახარიამ.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCov ფონდში 100 მლნ ლარი ბიძინა ივანიშვილის ქართუ ფონდმა ჩარიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს მთავრობის პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

7 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, ფონდში 24 მილიონ 200 ათასი ლარი იყო მობილიზებული, თუმცა გუშინ, 8 აპრილს, 100 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 124 543 899 ლარი შეადგინა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი