რობერტ ლევანდოვსკიმ გოლები 51-ე, 52-ე, 55-ე, 57-ე და მე-60 წუთებზე გაიტანა და მის გუნდს ზედიზედ მეექსვე მატჩი მოაგებინა. “ვოლფსბურგიდან” ერთადერთი გოლი დანიელ კალიგიურმა გატანა.



27 წლის პოლონელმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგის ერთდროულად რამდენიმე რეკორდი მოხსნა. გერმანიის საფეხბურთო ლიგის ისტორიაში ეს იყო ყველაზე სწრაფად გატანილი გოლების სერია.



  • ლევანდოვსკი არის მე-14 ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგის მატჩში გაიტანა 5 გოლი და პირველი 1991 წლის შემდეგ.

  • ის არის ერთადერთი შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელი, რომელმაც სულ მცირე 5 გოლი გაიტანა ბუნდესლიგის მატჩში.
     
  • ლევანდოვსკის პირველი სამი გოლი, რომლებიც მან 4 წუთში გაიტანა, არის ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი გერმანიის ბუნდესლიგაში.



გერმანული მედიის ინფორმაციით, რობერტ ლევანდოვსკის მეხუთე გოლზე ფანები, ფეხბურთის კომენტატორები და მთელი სპორტული სამყარო გაოცებას ვერ მალავდნენ, ისევე, როგორც მიუნხენის “ბაიერნის” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა.



გერმანიის ბუნდესლიგაში მიუხენის “ბაიერნი” 18 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო “ვოლფსბურგი” 11 ქულით მესამეზე.


რობერტ ლევანდოვსკი აღნიშნავს
რობერტ ლევანდოვსკი აღნიშნავს ‘ვოფლსბურგის’ კარში გატანილ მესამე გოლს. ალიანს არენა, მიუნხენი, გერმანია. 22.09.2015. © EPA/ANDREAS GEBERT

‘ბაიერნის’ ფეხბურთელები: არტურო ვიდალი, მარიო გიოტცე, ფილიპ ლამი და თომას მიულერი რობერტ ლევანდოვსკის ‘ვოლფსბურგის’ კარში გატანილ მეხუთე გოლს ულოცავენ. ალიანს არენა, მიუნხენი, გერმანია. 22.09.2015. © EPA/ANDREAS GEBERT

‘ბაიერნის’ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ‘ვოლფსბურგის’ კარში გატანილ მეხუთე გოლს აღნიშნავს. ალიანს არენა, მიუნხენი, გერმანია. 22.09.2015. © EPA/ANDREAS GEBERT

რობერტ ლევანდოვსკი თანაგუნდელ დუგლას კოსტასთან ერთად აღნიშნავს მეტოქის კარში მეხუთე გოლს. ალიანს არენა, მიუნხენი, გერმანია. 22.09.2015. © EPA/ANDREAS GEBERT
რობერტ ლევანდოვსკი თანაგუნდელ დუგლას კოსტასთან ერთად აღნიშნავს მეტოქის კარში მეხუთე გოლს. ალიანს არენა, მიუნხენი, გერმანია. 22.09.2015. © EPA/ANDREAS GEBERT

‘ბაიერნის’ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ‘ვოლფსბურგის’ კარში გატანილ მეხუთე გოლს აღნიშნავს. ალიანს არენა, მიუნხენი, გერმანია. 22.09.2015. © EPA/ANDREAS GEBERT

‘ბაიერნის’ ფეხბურთელი, რობერტ ლევანდოვსკი ესალმება გულშემატკივრებს ‘ვოლფსბურგთან’ მოგებული თამაშის შემდეგ. ალიანს არენა, მიუნხენი, გერმანია. 22.09.2015. © EPA/ANDREAS GEBERT

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *