რობერტ ლევანდოვსკიმ გოლები 51-ე, 52-ე, 55-ე, 57-ე და მე-60 წუთებზე გაიტანა და მის გუნდს ზედიზედ მეექსვე მატჩი მოაგებინა. “ვოლფსბურგიდან” ერთადერთი გოლი დანიელ კალიგიურმა გატანა.
27 წლის პოლონელმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგის ერთდროულად რამდენიმე რეკორდი მოხსნა. გერმანიის საფეხბურთო ლიგის ისტორიაში ეს იყო ყველაზე სწრაფად გატანილი გოლების სერია.
- ლევანდოვსკი არის მე-14 ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგის მატჩში გაიტანა 5 გოლი და პირველი 1991 წლის შემდეგ.
- ის არის ერთადერთი შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელი, რომელმაც სულ მცირე 5 გოლი გაიტანა ბუნდესლიგის მატჩში.
- ლევანდოვსკის პირველი სამი გოლი, რომლებიც მან 4 წუთში გაიტანა, არის ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი გერმანიის ბუნდესლიგაში.
გერმანული მედიის ინფორმაციით, რობერტ ლევანდოვსკის მეხუთე გოლზე ფანები, ფეხბურთის კომენტატორები და მთელი სპორტული სამყარო გაოცებას ვერ მალავდნენ, ისევე, როგორც მიუნხენის “ბაიერნის” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა.
Pep Guardiola’s reaction tonight. Just like the rest of us. pic.twitter.com/qnngOL0c73
— Squawka Football (@Squawka) September 22, 2015
გერმანიის ბუნდესლიგაში მიუხენის “ბაიერნი” 18 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო “ვოლფსბურგი” 11 ქულით მესამეზე.
