ახალი ამბები

ვანში სპეციალური კონტროლის რეჟიმი წესდება

8 აპრილი, 2020 • 4634
ვანში სპეციალური კონტროლის რეჟიმი წესდება

ვანის მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობით გათვალისიწნებული რეგულაციები მკაცრდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ამის მიზეზია კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთ-ერთი შემთხვევა, რომლის კონტაქტების დადგენა ამჟამად მიმდინარეობს და ვანს უკავშირდება.

“ამ ეტაპისთვის მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნას იგივე რეგულაცია, რაც საქართველოს სხვა დანარჩენ 9 მუნიციპალიტეტში მოქმედებს. მუნიციპალიტეტის გასასვლელებში სპეცალური გამშვები პუნქტები მოეწყობა. მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე პროაქტიული თერმოსკრინინგი განხორციელდება”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ამ დროისთვის სპეციალური საკონტროლო პუნქტები განთავსებულია ქვეყნის ძირითადი ქალაქების შესასვლელებთან: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, თელავი და ახალციხე. გარდა ამისა, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში შემოღებულია მკაცრი საკარანტინო ზომები.

მასალების გადაბეჭდვის წესი