8 აპრილის 10 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 208-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში 13 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.
ოფიციალური ინფორმაციით, 208 პაციენტიდან გამოჯანმრთელდა 46, გარდაიცვალა 3, დანარჩენები კი აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინის რეჟიმში მოთავებულია 4 674 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 363.
მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვმა 1.4 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილია 80 ათასზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 300 ათასამდე.