ვასილ ლობჟანიძე, მამუკა გორგოძე და მიხეილ ნარიაშილი ახალზელანდიელ, იაპონელ და ინგლისელ რაგბისტებთან ერთად საუკეთესო 15 მოთამაშეს შორის არიან.
ვასილ ლობჟანიძე ტურნირის ყველაზე ახალგაზრა მონაწილეა. ”მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნაკრების გამარჯვებაში,” – ასე აფასებს ლობჟანიძის თამაშს პორტალი planetrugby.com
აღსანიშნავია მამუკა გორგოძის მაღალი შედეგიც. გორგოძის ანგარიშზეა 24 ბოჭვა და 8 ოფლოუდი. მიხეილ ნარიშვილმა კი ტონგასთან თამაშში 60 წუთის განმავლობაში 7 გარდასახვა მიითვალა.
რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ინგლისში იმართება, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი თამაში ტონგას ნაკრებთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 17:10 დაამარცხა.
მომდევნო თამაშს საქართველოს ნაკრები 25 სექტემბერს გამართავს და არგენტინას დაუპირისპირდება.