ახალი ამბები

კორონავირუსი: საქართველოში კიდევ 6 პირი გამოჯანმრთელდა, სულ – 45

7 აპრილი, 2020 • 1657
კორონავირუსი: საქართველოში კიდევ 6 პირი გამოჯანმრთელდა, სულ – 45

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კიდევ 6-ით გაიზარდა, დაავადებისგან ქვეყანაში სულ 45 ადამიანი განიკურნა.

7 აპრილის 18:19 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 195 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 45, ხოლო გარდაიცვალა 3.

ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 147 აქტიური პაციენტია, ანუ ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა Covid 19-გან საავადმყოფოებში მკურნალობს.

ამასთანავე, 4708 ადამიანი კარანტინის რეჟიმშია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 370.

მასალების გადაბეჭდვის წესი