ახალი ამბები

რუსეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით დაავადების რეკორდული რაოდენობაა

7 აპრილი, 2020 • 3305
რუსეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით დაავადების რეკორდული რაოდენობაა

რუსეთის ფედერაციაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის ოპერატიული შტაბის ცნობით,  COVID-19-ის დაავადების რეკორდული მაჩვენებელი — 1154 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. იმავე დროში გარდაიცვალა 11 ადამიანი.

ამგვარად, რუსეთში, მთლიანობაში 81 რეგიონში, კორონავირუსის 7497 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 58 ადამაინი.

ყველაზე მეტი დაავადებული და გარდაცვლილი დედაქალაქ მოსკოვშია.

ბევრ რეგიონში ამჟამად მოქმედებს კარანტინის რეჟიმი. მოქალაქეებს საჭიროების გარეშე ეკრძალებათ სახლიდან გასვლა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი