ახალი ამბები

სოზარ სუბარი გურიაში ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა

21 სექტემბერი, 2015 •
სოზარ სუბარი გურიაში  ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა

 

სამინისტროში მოქმედი პროექტის ფარგლებში, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, საშუალება ეძლევათ, 20 000 ლარის ფარგლებში,  საცხოვრებელი სახლი თავისი სურვილის მიხედვით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მოიძიონ.  კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამინისტრო ეკომიგრანტების მიერ შერჩეულ სახლებს,  „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის საფუძველზე შეისყიდის.  

 

სამინისტროს მიერ შესყიდული სახლები სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცემათ.

 

2012 წლიდან დღემდე გურიის რეგიონში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდულია 11 სახლი, მიმდინარე წლის ბოლომდე საცხოვრებლით დაკმაყოფილდება კიდევ 7 ოჯახი.

 

სულ საქართველოს მასშტაბით  სამინისტრომ სახლი გადასცა 156 ეკომიგრანტ ოჯახს და წლის ბოლომდე უსაფრთხო გარემოში კიდევ 55 ოჯახი განსახლდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი