ახალი ამბები

ექიმი: მე-8, მე-9 დღე COVID-19-ით ავადობისას ყველაზე მძიმე პერიოდია

7 აპრილი, 2020 • 2034
ექიმი: მე-8, მე-9 დღე COVID-19-ით ავადობისას ყველაზე მძიმე  პერიოდია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, COVID-19-ით ავადობისას მე-8, მე-9 დღე ყველაზე მძიმეა.

რატიანმა აღნიშნა, რომ გუშინ 42 წლის პაციენტი მიიღეს, რომელიც დაავადების სწორედ ამ სტადიაზე იმყოფებოდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. თუმცა, როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უკვე სტაბილურია:

“გუშინ გვყავდა მძიმე პაციენტი, 42 წლის, რომელიც ემთხვეოდა მე-8, მე-9 დღეს ამ დაავადების, რომელიც ყველაზე მძიმე პერიოდია. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია და იმედი გვაქვს, თუ დღევანდელი დღე გადავლახეთ, არ დასჭირდება ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა”, – ამბობს რატიანი.

მისივე თქმით, ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 52 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან რეანიმაციულ განყოფილებაში 6 მათგანი იყმყოფება. მათგან 3 სპონტანურ სუნთქვაზეა.

საქართველოში 6 აპრილის დილის მონაცემებით კორონავირუსის 195 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 39, 2 კი გარდაიცვალა.

ეს მონაცემი ნიშნავს, რომ ქვეყანაში 154 აქტიური პაციენტია, ანუ ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა Covid 19-გან მკურნალობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი