ახალი ამბები

პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

7 აპრილი, 2020 • 1129
პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეწყალების აქტი პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით გამოსცა.

„ყველა მსჯავრდებულს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება. ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს“, – ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი