ახალი ამბები

Georgian Airways სპეცრეისებს პატრიარქის ნაჩუქარი ხატით შეასრულებს – ვიდეო

7 აპრილი, 2020 • 3637
Georgian Airways სპეცრეისებს პატრიარქის ნაჩუქარი ხატით შეასრულებს – ვიდეო

ავიაკომპანია Georgian Airways (“ჯორჯიან ეარვეისი”) აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიისას უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად დანიშნულ სპეცრესიებს პატრიარქ ილია მეორის ნაჩუქარ ხატთან ერთად შეასრულებს.

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” დღეიდან სპეცრეისებს პატრიარქის ნაჩუქარი ხატით შეასრულებს.

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” დღეიდან სპეცრეისებს პატრიარქის ნაჩუქარი ხატით შეასრულებს.

ნახეთ ვრცლად: https://netgazeti.ge/news/441241/

Posted by Netgazeti on Tuesday, April 7, 2020

როგორც ავიაკომპანიის დირექტორი რომან ბოკერია ფეისბუკზე წერს, ხატი უკვე აიტანეს ერთ-ერთი თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც თბილისიდან ათენის მიმართულებით დღეს, 7 აპრილს გაფრინდა.

შეზღუდული სპეცრეისების გამო საქართველოს ასეულობით მოქალაქე საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია თითოეულ რეისზე.

23 მარტს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საჯაროდ გააფრთხილა “ჯორჯიან ეარვეისი” მოსალოდენლ დროებით ექსპროპრიაციაზე, რადგან იმ დროისათვის რეისების შესრულება შეფერხდა, ავიაკომპანია კი ამაში ხელისუფლებას ადანაშაულებდა. გარდა ამისა, ნეტგაზეთის ინფორმაციით, თითოეულ რეისზე ბილეთების ნაწილი 2-3 ათას ლარად იყიდებოდა.

“მე ვფიქრობ, “აირზენას” დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 23 მარტს ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, რომ ევროპაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით დაგეგმილი რეისები არ სრულდება. საჯარო გაფრთხილების შემდეგ აირზენამ სპეცრეისების შესრულება დაიწყო, თუმცა- მთავრობის დაგეგმილი გრაფიკით. გარდა ამისა, მთავრობამ განაცხადა, რომ ბილეთის ღირებულება არ უნდა იყოს 199 ევროზე მეტი.

ინფორმაცია დაგეგმილი რეისების შესახებ ნახეთ აქ:

ვარშავიდან და ბარსელონიდან ახალი რეისები დაინიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი