საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ ბარსელონა-თბილისის და ვარშავა-თბილისის მიმართულებებით რეისები დანიშნა.
ახალი რეისები შემდეგ თარიღებში შესრულდება:
- 24 აპრილი – ბარსელონა-თბილისი;
- 27 აპრილი – ვარშავა-თბილისი.
5 აპრილს ასევე გამოცხადდა დამატებითი რეისები:
- 16 აპრილი – პარიზი-თბილისი;
- 18 აპრილი – თელ-ავივი-თბილისი;
- 21 აპრილი – რომი-თბილისი.
აღნიშნულ რეისებს კომპანია „Georgian Airways” განახორციელებს. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბილეთის ფასია 199 ევრო. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.