ახალი ამბები

ჩინეთში ბოლო 24 საათში COVID 19-ით არავინ გარდაცვლილა

7 აპრილი, 2020 • 731
ჩინეთში ბოლო 24 საათში COVID 19-ით არავინ გარდაცვლილა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში, ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, იანვრიდან პირველად კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

როგორც BBC წერს, ჩინეთში იანვრიდან (როცა მთავრობამ კორონავირუსით დაავადებულ და გარდაცვლილ ადამიანებზე ინფორმაციის შეგროვება და გამოქვეყნება დაიწყო) პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა 24 საათში ამ დაავადებით არავინ გარდაცვლილა.

გარდა ამისა, BBC წერს, რომ ბოლო 24 საათში ჩინეთში COVID 19-ის მხოლოდ 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თუმცა გამოცემა აგრეთვე აღნიშნავს, რომ არსებობს ეჭვები იმის შესახებ, რომ ჩინეთის მთავრობა მალავს რეალურ სტატისტიკურ მაჩვენებლებს.

ჩინეთში, სადაც ვირუსი თავდაპირველად აღმოაჩინეს და  მისი გავრცელების ეპიცენტრი იყო, ოფიციალური ინფორმაციით, სულ დადასტურდა კორონავირუსით დაავადების 81,740 შემთხვევა, აქედან გარდაიცვალა 3331.

გარდა ამისა, ჩინეთის მთავრობამ გააუქმა ან შეამსუბუქა შეზღუდვები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის იყო შემოღებული.

იხილეთ აგრეთვე:

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ჩინეთის ტურისტულ ადგილებზე ხალხმრავლობაა

მასალების გადაბეჭდვის წესი