ახალი ამბები

ორსულებისა და მოზარდის მდგომარეობა ძალიან კარგია – რატიანი

7 აპრილი, 2020 • 1591
ორსულებისა და მოზარდის მდგომარეობა ძალიან კარგია – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, საავადმყოფოში მოთავსებული ორსულებისა და 13 წლის მოზარდის მდგომარეობა ძალიან კარგია.

„რაც შეეხება ორსულებს, მინდა გითხრათ, მათი მდგომარეობა ყველაზე კარგია. როგორც ქალების, ასევე მათ ორგანიზმში არსებული ნაყოფის მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარამეტრებს.

ბოლო რამდენიმე დღეა ამ ქალებთან არანაირი გართულება არ გამოვლენილა და იმედია, არც გამოვლინდება. რამდენიმე დღეში, როდესაც ნაცხს ავუღებთ და იქნება უარყოფითი, გავწერთ სახლში.

რაც შეეხება ბიჭუნას, რომელიც არის 13 წლის, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან კარგია. არანაირი გართულება და ჩივილი არ აქვს“, – ამბობს ლევან რატიანი.

ექიმის თქმით, კლინიკაში ახლა 66 პაციენტია, აქედან 52-ს ვირუსი დაუდასტურდა. აქედან 6 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

საქართველოში 6 აპრილის დილის მონაცემებით კორონავირუსის 195 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 39, 2 კი გარდაიცვალა.

ეს მონაცემი ნიშნავს, რომ ქვეყანაში 154 აქტიური პაციენტია, ანუ ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა Covid 19-გან მკურნალობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი