ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ზოგჯერ მგონია, იტალიასთან ადრევე უნდა შეგვეჩერებინა ფრენები – ფაშინიანი

7 აპრილი, 2020 • 1473
ზოგჯერ მგონია, იტალიასთან ადრევე უნდა შეგვეჩერებინა ფრენები – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინიტრი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყანაში COVID-19-ის მზარდ შემთხვევებზე საუბრისას ვარაუდს გამოთქვამს, რომ შესაძლოა ჯობდა, იტალიასთან ფრენები უფრო ადრე შეეჩერებინათ.

“არავინაა  აბსოლუტურად უშეცდომო, ყოველდღიურად ჩვენც ვუშვებთ შეცდომებს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შეცდომებზე სწავლა შევძლოთ, რადგან შეცდომები ყველაზე დიდი მასწავლებელია.

კორონავირუსთან დაკავშრებითაც ზოგჯერ მგონია, რომ შეცდომა დავუშვით, როდესაც იტალიასთან ფრენები უფრო ადრე არ შევაჩერეთ, თუმცა მერე ვფიქრობ ხოლმე, რომ ის ადამიანები, რომლებიც იტალიიდან ჩამოვიდნენ და აქ ვირუსის გავრცელება დაიწყეს, მაინც ჩამოვიდოდნენ ავსტრიის გავლით და ეს არ შეცვლიდა ზოგად სურათს”.

დღეის, 7 აპრილის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 853 დადასტურებული შემთხვევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი