ახალი ამბები

7 აპრილი: კორონავირუსის შემთხვევები 195-მდე გაიზარდა

7 აპრილი, 2020 • 1212
7 აპრილი: კორონავირუსის შემთხვევები 195-მდე გაიზარდა

7 აპრილის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 195-მდე გაიზარდა. 6 აპრილის დილის შემდეგ 7 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

195 პაციენტიდან გამოჯანმრთელდა 39, გარდაიცვალა – 2, დანარჩენები აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 4 735 პირი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 383.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1.3 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილია 75 ათასამდე ადამიანი, გამოჯანმრთელდა 284 ათასი.

ამ დროისათვის, ვირუსი ყველაზე მეტად გავრცელებულია აშშ-ში (370 ათასამდე შემთხვევა); ესპანეთში (137 ათასი); იტალიაში (133 ათასი); გერმანიაში (103 ათასი) და საფრანგეთში (99 ათასი).

მასალების გადაბეჭდვის წესი