ახალი ამბები

World of Tanks-ის ერთ-ერთმა შემქმნელმა პარტია დაარეგისტრირა

6 აპრილი, 2020 • 1011
World of Tanks-ის ერთ-ერთმა შემქმნელმა პარტია დაარეგისტრირა

რუსეთის ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა 1 აპრილს ოფიციალურად დაარეგისტრირა ონლაინ-თამაშის, World of Tanks-ის ერთ-ერთი შემქმნელის, ვიაჩესლავ მაკაროვის მიერ დაარსებული „პირდაპირი დემოკრატიის პარტია“. ინფორმაციას ამის შესახებ „რბკ“ ავრცელებს.

როგორც „რბკ“ იუწყება, მაკაროვის თქმით, მისი პარტია ახლა რეგიონალური არჩევნებისთვის მზადებას და მხარდამჭერების მიზიდვას იწყებს.

„ხმის მიცემისა და საკითხების განხილვის გამჭვირვალე სისტემის ფორმირებისთვის პარტია შექმნის ვებ-გვერდსა და აპლიკაციას ღია დიალოგებისთვის, რომელიც პოლიტიკურმა ძალამ უნდა დაარეგულიროს“, — მოჰყავს „რბკ“-ს მაკაროვის პრეს-რელიზში გავრცელებული განცხადება.

როგორც „მედუზა“ წერს,  2021 წლის სახელმწიფო დუმის არჩევნებამდე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციაში სურთ შექმნან 10 პარტია, რომელიც „კონკურენციის ილუზიას“ შექმნის და ოპოზიიციის ამომრჩევლებს გაყოფს. გამოცემის ცნობით, სისტემური ოპოზიციის ლიდერებად, რომლებსაც სახელმწიფო დუმაშიც „შეუშვებენ“, უნდა გახდნენ ინტერვიუერი იური დუდი და ჯგუფ „ლენინგრადის“ ლიდერი სერგეი შნუროვი.


გარეკანის ფოტოზე: ვიაჩესლავ მაკაროვი. ფოტო: „რია ნოვოსტი“

მასალების გადაბეჭდვის წესი