ახალი ამბები

სასკოლო წიგნების ელ. ვერსიები ხელმისაწვდომია

6 აპრილი, 2020 • 20293
სასკოლო წიგნების ელ. ვერსიები ხელმისაწვდომია

საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე შეჩერებულია. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის მიერ 23 მარტს გამოცემული დადგენილების ფარგლებში მიიღეს, რომლის მიხედვითაც, იკრძალება ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, გარდა დისტანციური ფორმისა. შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ, ზოგადი განათლების დაწესებულებებს კი დისტანციური სწავლების რეკომენდაცია მიეცათ.

დისტანციური სწავლების ხელშესაწყობად,  სკოლების ნაწილი სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა თუნდაც იმისთვის, რომ სასწავლო მასალებზე ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვს თანაბრად ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ინტერნეტი, საზოადოებრივი მაუწყებელის მეორე არხზე  სატელევიზიო გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყო.

გარდა ამისა, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამომცემლობები სთავაზობენ გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებზე უფასო წვდომას.

უწყების ვებგვერდზე აიტვირთა ყველა სახლმძღვანელო, რომელიც სკოლებში გამოიყენება და მათი გამოყენება უფასოდ არის შესაძლებელი.

სასურველი სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი