დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელი პაატა იმნაძე საქართველოში სახის დამცავი ფარების წარმოებას მიესალმება, თუმცა მისი სწორად გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობს.
იმნაძის თქმით, ფართან ერთად, აუცილებელია ნიღბის ტარება.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენთან საქართველოში უკვე არის ფარების ადგილობრივი წარმოება, რაც ძალიან სასიხარულოა, ოღონდ ძალიან ვთხოვ ყველას, ეს ფარები იხმარონ სწორად. ჯერ ერთი, მარტო ფარი ვერ იცავს. ფარი უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად, ანუ ნიღაბიც უნდა გვეკეთოს და ფარიც. ფარი უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული, ამიტომ ჰქვია მას ფარი. ფარი არ არის ქუდი, ანუ არ უნდა იყოს აწეული“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.