ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“COVID-19-ის საფრთხე აქ არ არსებობს” – ყარაბაღში არჩევნებს ატარებენ

31 მარტი, 2020 • 1139
“COVID-19-ის საფრთხე აქ არ არსებობს” – ყარაბაღში არჩევნებს ატარებენ

დღეს, 31 მარტს, მთიან-ყარაბაღში პრეზიდენტსა და პარლამენტს ირჩევენ.

არჩევნებში 14 საპრეზიდენტო კანდიდატი მონაწილეობს. მათმა ნაწილმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო არჩევნების გადავადება მოითხოვა, თუმცა გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს იმ მოტივით, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხე ყარაბაღში არ არსებობს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ვირუსის შეღწევის წინააღმდეგ ყველა შესაძლო ზომის მიღებაზე 26 მარტს ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა დამკვირვებელს, რომელსაც ყარაბაღში გაგზავნიან, კორონავირუსზე ექსპრეს-ტესტს გაუკეთებენ. კორონავირუსის საფრთხის გამო ყარაბაღში საერთაშორისო დამკვირვებლები ვერ ჩავიდნენ.

გარდა ამისა, ყარაბაღში დროებით აიკრძალა სომხეთიდან მოქალაქეების გადაადგილება.

ყარაბაღში კანდიდატები კორონავირუსის გამო არჩევნების გადავადებას ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი