ახალი ამბები

ღმერთი არის ყველგან, ვილოცოთ სახლებში – ტიკარაძე

6 აპრილი, 2020 • 1864
ღმერთი არის ყველგან, ვილოცოთ სახლებში – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, “რელიგიურ დღესასწაულებზე შეკრება აუცილებელი არ არის, ვინაიდან ღმერთი ყველგანაა, ლოცვა კი სახლიდანაც შეიძლება”.

„როგორც სასულიერო პირები მუდმივად ამბობენ, ღმერთი არის ყველგან და მეც მჯერა: არის, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვილოცოთ სახლებში და დარმწუნებული ვარ, რომ ჩვენი სასულიერო პირები ილოცებენ ჩვენთვის ტაძრებში“, – ამბობს ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში.

მსგავსი შინაარსაის განცხადებით მრევლს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემაც მიმართა. მან მოწუოდა მოქალაქეებს, არ მივიდნენ ეკლესიაში და თითოეულმა მორწმუნემ სახლში ილოცოს, რათა დაიცვას როგორც ეკლესია, ასევე, მთლიანად ქვეყანა.

ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში – იმნაძე


6 აპრილის 14:54 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან, 36 განიკურნა, 2 კი გარდაიცვალა

მასალების გადაბეჭდვის წესი