ახალი ამბები

“EX-GAY = თაღლითობა” – საპროტესტო აქცია რადიო თავისუფლებასთან

18 სექტემბერი, 2015 •
“EX-GAY = თაღლითობა” – საპროტესტო აქცია რადიო თავისუფლებასთან

“მედიას გააჩნია პასუხისმგებლობა, არ მოახდინოს ჰომოფობიური და სექსისტური მოსაზრებების ტირაჟირება. ეთიკური და სოციალურად მოტივირებული მედია, პირიქით, ცდილობს საზოგადოებაში არსებული მჩაგვრელი წინასწარგანწყობები ინფორმირებით შეცვალოს, რათა საზოგადოება ნაკლებად მჩაგვრელი და მადისკრიმინირებელი იყოს მოწყვლადი ჯგუფების მიმართ”, – წერია წერილში, რომელიც აქციის მონაწილეებმა იმ შენობის პორტიეს დაუტოვეს, რომელშიც “რადიო თავისუფლების” ოფისი მდებარეობს.

2015 წლის 6 სექტემბერს “რადიო თავისუფლების” ვებგვერდზე გამოქვეყნდა არჩილ ბაქრაძის დღიური, სადაც წერს, რომ მასთან მისულ პაციენტებს, რომელსაც ჰომოსექსუალობა ავადმყოფობად მიაჩნიათ, “წაუმკურნალებს” ხოლმე.

აქციის ორგანიზატორმა ბექა გაბადაძემ გვითხრა, რომ წერილთან ერთად დატოვეს ნიანგი და პარალელი გაავლეს არჩილ ბაქრაძის გამონათქვამთან, რომელიც პუბლიკაციაში გამოიყენა.

ბექა გაბადაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ “რადიო თავისუფლებას” წერილით შეახსენეს საკუთარი მაუწყებლობის პრინციპები, რომ პუბლიკაციები არ უნდა შეიცავდეს შეურაცხმყოფელ მოსაზრებებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მიმართ, ხოლო არჩილ ბაქრაძის წერილის გამოქვეყნებით, რომელიც არის სექსისტური და ჰომოფობიური, შეურაცხყოფა მიაყენა გეი ადამიანებსა და ქალებს.

ბექ გაბადაძე ამბობს, რომ აქციის მოთხოვნა არის, “რადიო თავისუფლებამ” მიუთითოს საკუთარი ეთერით და ვებგვერდზე, რომ არჩილ ბაქრაძის წერილი არის ჰომოფობიური.

წერილის შესწორებასა და განმარტებას მოითხოვს აქციის მონაწილე ირა სილანტევა, რომელსაც მიაჩნია, რომ არჩილ ბაქრაძის მოსაზრებები არ ეფუძნება სამედიცინო ფაქტებს.

“რადიო თავისუფლებამ დაუშვა ის, რომ მის სივრცეში გაავრცელა ჰომოფობიის, სექსიზმის და მიზოგინიის შემცველი წერილი, რითაც კიდევ უფრო მეტად მოხდა გეი ადამიანების სტიგმატიზება და მიმაჩნია, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს საზოგადეობის წინაშე”,  ამბობს ირა სილანტევა.

აქიის მონაწილის თქმით, სიტყვის თავისუფლება მოიცავს იმას, რომ თავისი აზრი გამოხატოს ყველამ, მაგრამ არა კონკრეტული ჯგუფების კიდევ უფრო გარიყვისა და დაჩაგვრის ხარჯზე.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა ნუსხიდან 1990 წელს ამოიღო, შესაბამისად, თანამედროვე მედიცინამ უარი თქვა ჰომოსექსუალობის განკურნების წარუმატებელ პრაქტიკაზე.

აქცია რადიო თავისუფლების ოფისთან არჩილ ბაქრაძის წერილის გამო. 18.09.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი