6 აპრილის 10:20 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევები 188-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა – 2. ეს მაჩვენებელი ნიშნავს, რომ 150 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
შესაბამისი ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. გუშინდელი საღამოს შემდეგ დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 14-ით გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.