ახალი ამბები

ნიუ იორკში დღეს პირველად შემცირდა ინფიცირებულთა დღიური გარდაცვალების სტატისტიკა

5 აპრილი, 2020 •
ნიუ იორკში დღეს პირველად შემცირდა ინფიცირებულთა დღიური გარდაცვალების სტატისტიკა

ნიუ იორკში კვირას პირველად დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკის შემცირება. ბლუმბერგის ცნობით, კვირას ნიუ იორკში COVID-19-ით 594 ადამიანი გარდაიცვალა, შაბათს ეს რიცხვი 630 იყო.

შტატში ამ დროისთვის ვირუსით 4159 ადამიანია გარდაცვლილი. შტატის გუბერნატორის განცხადებით, ჯერ კვლავ ადრეა საუბარი მიაღწია თუ არა უკვე ვირუსმა პიკს და მომდევნო კვირის ბოლოს გაირკვევა რა მდგომარეობაა ამ მხრივ ნიუ იორკში.

ნიუ იორკში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო დღეების განმავლობაში დრამატულად იმატებდა. ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები კვირას 574 დაფიქსირდა, შაბათს 1095.

ნიუ იორკის შტატში ამ დროისთვის კორონავირუსის 122 000 შემთხვევაა დაფიქსირებული. ჯამში აშშ-შ 327,848 შემთხვევა ფიქსირდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი