ახალი ამბები

COVID-19-ით ინფიცირებული მე-2 პაციენტი გარდაიცვალა

5 აპრილი, 2020 • 2352
COVID-19-ით ინფიცირებული მე-2 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული მე-2 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა გაავრცელა.

მისი თქმით, პაციენტი 81 წლის იყო და მას თანმხლები დაავადების ისტორია ჰქონდა. კერძოდ რატიანის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისთანვე მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი.

“სახეზე იყო მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის უკამრისობა, არტერიული ჰიპერტენზია”.

მისი თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა კრიტიკული, ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეფსისი, მწვავე რესპირატორიული დისტრეს სინდრომი. ის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობდა. რატიანის თქმით, პაციენტის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმება ნებისმიერ ვირუსს შეეძლო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი