ახალი ამბები

“პროგნოზით, სტაციონარში 3 500 საშუალო და რთული პაციენტის მართვა შეგვიძლია” – ტიკარაძე

4 აპრილი, 2020 • 1454
“პროგნოზით, სტაციონარში 3 500 საშუალო და რთული პაციენტის მართვა შეგვიძლია” – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე არსებული პროგნოზებით, ქვეყნის მასშტაბით სპატიონარში COVID-19-ით ინფიცირებული 3 500-მდე საშუალო და მძიმე პაციენტების მართვაა შესაძლებელი. აღნიშნული ტიაკრაძემ “მოამბის” ეთერში განაცხადა:

“ჩვენ ამ ეტაპზე COVID-19-ის მართვაში ჩართული გვაქვს უკვე 20 საავადმყოფო, ცხელებს კლინიკებში ჩვენ ვთვლით, რომ ჩაერთვება დამატებით 40 ჰოსპიალი რეგიონებიდან და დაავადების მატებასთან ერთად კიდევ გვაქვს რესურსი, რომ 15 დამატებითი ჰოსპიტალი. საერთო ჯამში გვაქვს პროგნოზი, რომ შეგვძლია ვმართოთ 3 500 COVID ინფიცირებული სტაციონარში საშუალო და რთული შედეგებით” – ამბობს მინისტრი.

ჯანდაცვის მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ გარდა სტაციონარებში მკურნალობისა, ქვეყანას 5 000-ზე მეტი პაციენტის საკარანტინო ზონებში მართვა შეუძლია, სადაც პაციენტებს მეთვალყურეობას ოჯახის ექიმები და ეპიდემიოლოგები გაუწევენ:

“ასევე გვაქვს იმის საშუალება, რომ 5 000-ზე მეტი პაციენტი ვმართოთ უკვე საკარანტინო ზონებში, რომლების მეთვალყურეობასაც დატრენინგებული ოჯახის ექიმები და ეპიდემიოლოგები განახორციელებენ. აქედან გამომდიანრე ის საშუალო რიცხვი, რომელიც საქართველოს დღეს შეუძლია მართოს არის 10 000-მდე, თუმცა ჩვენი ჰოსპიტალების რესურსიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია საჭიროების შმეთხვევაში კიდევ უფრო მეტი საწოლლის დატვირთვა COVID ინფიცირებული პაციენტებით”  –  ამბობს ტიკარაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი