ახალი ამბები

StopCoV ფონდში 22 802 383 ლარი შეგროვდა

4 აპრილი, 2020 • 930
StopCoV ფონდში 22 802 383 ლარი შეგროვდა

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ფონდში, რომელშიც თანხას ფიზიკური და იურიდიული პირები კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად რიცხავენ 4 აპრილის მონაცემებით 22 802 383 ლარი შეგროვდა.

ბიზნეს ომბუდსმენის ინფორმაციით, მათ შორის ყველაზე მსხვილი შემომწირველები არიან: მაგთიკომი, 3 მლნ ლარი; კავკასუს ონლაინი, 1 მლნ ლარი;„არ ემ ჯი“, 1 მლნ ლარი; სილქნეტი, 1 მლნ ლარი; ირაკლი გილაური, 1 მლნ ლარი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, 1 მლნ ლარი; ათამაშო ბიზნესის ასაცოციაცია (აჭარაბეთი, ევროპაბეთი, ლიდერბეთი, კრისტალბეთი, ბეთლაივი, კროკობეთი), 1 მლნ ლარი.

ფონდში ფულის ჩარიცხვა ყველა მსურველს შეუძლია. დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი