ახალი ამბები

ესპანეთში COVID-19-ის ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობა მცირდება

4 აპრილი, 2020 • 2852
ესპანეთში COVID-19-ის ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობა მცირდება

4 აპრილის მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი იკლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც, El Pais  წერს, ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 809 ადამიანი დაიღუპა, რაც ბოლო 8 დღის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.მანამდე, ორი დღის განმავლობაში, გარდაცვლების შემთხვევები 900-ს აჭარბებდა.

809 გარდაცვლილი ასევე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ესპანეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში. მთლიანობაში Covid-19-ით ესპანეთში 11 744 ადამიანი გარდაიცვალა.

ეპიდემოიოლოგების განცხადებით, 24 საატის განმავლობაში ჰოსპიტალიზაცია 975 ადამიანს დასჭირდა, როცა მაგალითისთვის, ხუთშაბათს, ეს რიცხვი 2 524 იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩემცირებულია ახალი შემთხვევების რაოდენობაც – 7 026.

გამოცემის ცნობით, ესპანეთისთვის კორონავირუსის ეპიდემიის გაკონტროლების მხრივ მომავალი კვირა საკვანძო იქნება.

ექსპერტების თქმით, დიდი ალბათობით ქვეყანამ დაავადების პიკი გაიარა და შემთხვევების შემცირება გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი