ახალი ამბები

“კითხულობენ, რატომ არ დავდივარ ეთერებში, მომეტებული რისკის ვარ, ვფრთხილობ” – გამყრელიძე

4 აპრილი, 2020 • 1301
“კითხულობენ, რატომ არ დავდივარ ეთერებში, მომეტებული რისკის ვარ, ვფრთხილობ” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, აცხადებს, რომ არავისზე ნაწყენი არაა და სატელევიზიო ეთერებში იმიტომ არ იღებს მონაწილეობას, რომ მომეტებული რისკის ჯგუფშია, რამდენადაც, ყოველდღიურად ბევრ ადამიანთან აქვს შეხება:

“ბევრი კითხულობს, რატომ არ ჩნდება გამყრელიძე ეთერებში, მე არავისზე ნაწყენი არ ვარ, ეს არ მახასიათებს. მე არ ვჩნდები ფართოდ იმიტომ, რომ მაქვს მომატებული რისკი, იმიტომ, რომ ყოველდღირუად შეხება მაქვს ძალიან ბევრ ადამიანთან. ამიტომ, რაც შეიძლება ეს ბრიფინგები იყოს ვირტუალური” – ამბობს ამირან გამყრელიძე.

რამდნიმე დღის წინ “ნეტგაზეთს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ამიერიდან ცენტრში მედიასთან კომენტარს აღარ გააკეთებენ და მათი წარმომადგენლებიც სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. უწყებაში გვითხრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სიახლე იქნება, მათ ვებგვერდზე (NCDC.GE) გამოქვეყნდება.

მოგვიანებით, სხვა გამოცემებთან ცენტრის პრესსამსახურში იგივე საკითხზე განაცხადეს, რომ ეს ამბავი მხოლოდ ერთ დღეს ეხებოდა და ზოგადად მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღიათ “ნეტგაზეთის” ზარებსა და შეტყობინებებს კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა აღარ უპასუხა.

გამყრელიძე და იმნაძე TV ეთერებში მონაწილეობას წყვეტენ

მასალების გადაბეჭდვის წესი