ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი დაიღუპა

4 აპრილი, 2020 • 997
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი დაიღუპა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.

საუბარია 79 წლის ქალზე, რომელიც მარნეული-ბოლნისის კლასტერში იმყოფებოდა და ქრონიკული დაავადებები ჰქონდა:

“ქალბატონი იყო მძიმე თანმხლები დაავადებებით. თანხმლები დააავადება წარმოადგენდა გულის უკმარისობას” –  ამბობს ლევან რატიანი.

4 აპრილის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის შემთვევების რაოდენობა საქართველოში 156 გახდა, რაც გასული ღამის სტატისტიკასთან შედარებით, 1 შემთხვევითაა გაზრდილი.

ამასთან, ამ დრომდე ქვეყანაში COVID-19-სგან 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი დაიღუპა შესაბამისად, ამ დაავადებით ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 127 ადამიანი გადის მკურნალობას.

ქვეყანაში 5526 ადამიანი საკარანტინო რეჟიმში რჩება, 344 კი სტაციონარული დაკვირვების ქვეშაა.

https://netgazeti.ge/news/438130/

 

მასალების გადაბეჭდვის წესი