ახალი ამბები

ეზუგბაია: ინფექციურში ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს, მეორე დასტაბილურდა

4 აპრილი, 2020 • 1150
ეზუგბაია: ინფექციურში ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს, მეორე დასტაბილურდა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაის თქმით, ამჟამათ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კრიტიკული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი კი კვლავ კრიტიკულად რჩება.

“გუშინ დილის შემდეგ, შემთხევების რაოდენობა 8-ით გაიზარდა. მათგან, ჩვენს კლინიკაში არცერთი მოუყვანიათ. დაგვემატა შესაძლო შემთხვევები,პაციენტების გარკვეული რაოდენობა, რომელიც ჩამოვიდა გერმანიიდან. დღეს გაუკეთდებათ ტესტირება და დღის ბოლოსთვის გვექნება პასუხები.

პაციენტების მხრივ მდგომაროება დასტაბილურდა. კრიტიკული ორი გვყავდა, მეორე პაციენტის მდგომაროება დასტაბილურდა, მაგრამ მძიმედ რჩება. შესაბამისად, ერთი კრიტიკული და 4 მძიმე პაციენტი გვყავს, რომლებიც ინტენსიურ მკურნალობას და მეთვალყურეობას საჭიროებენ. ჩვენს ცენტრში ორი ექიმი გამოვიკვლიეთ და არცერთს დაუდასტურდა კორონავირუსი” – ამბობს ეზუგბაია.

4 აპრილის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის შემთვევების რაოდენობა საქართველოში 156 გახდა, რაც გასული ღამის სტატისტიკასთან შედარებით, 1 შემთხვევითაა გაზრდილი.

ამასთან, ამ დრომდე ქვეყანაში COVID-19-სგან 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, ამ დაავადებით ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 128 ადამიანი გადის მკურნალობას 39 მათგანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

გარდა ამისა, ქვეყანაში 5526 ადამიანი საკარანტინო რეჟიმში რჩება, 344 კი სტაციონარული დაკვირვების ქვეშაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი