4 აპრილის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის შემთვევების რაოდენობა საქართველოში 156 გახდა, რაც გასული ღამის სტატისტიკასთან შედარებით, 1 შემთხვევითაა გაზრდილი.
ამასთან, ამ დრომდე ქვეყანაში COVID-19-სგან 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, ამ დაავადებით ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 128 ადამიანი გადის მკურნალობას.
გარდა ამისა, ქვეყანაში 5526 ადამიანი საკარანტინო რეჟიმში რჩება, 344 კი სტაციონარული დაკვირვების ქვეშაა.