ახალი ამბები

საფინანსო კომიტეტმა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს 4 წევრი დაამტკიცა

18 სექტემბერი, 2015 • • 1536
საფინანსო კომიტეტმა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს 4 წევრი დაამტკიცა

ვაკანტური რჩება მეხუთე წევრის პოზიცია. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საბჭოს წევრობის მეხუთე კანდიდატს საქართველოს მთავრობა მოგვიანებით წარადგენს. 

 

საბჭოს წევრად 5 წლის ვადით არჩევის მიზნით წარდგენილ იყო ეფრემ ურუმაშვილის კანდიდატურა, ხოლო 7 წლის ვადით არჩევის მიზნით – ეკატერინე გალდავას, ირაკლი კოვზანაძისა და საშა ტერნესის კანდიდატურები. 

 

ეფრემ ურუმაშვილი კომპანია ”ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების” ერთ-ერთი დამფუძნებელია. კომპანია ინდუსტრიულ და კომერციულ სექტორებს იურიდიულ მომსახურებას უწევს. 

 

ეკატერინე გალდავა ბანკი ”ქართუს” შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორია. საშა ტერნესი ”პროკრედიტ” ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორია, ხოლო ირაკლი კოვზირიძე სს ”საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელია. 

საფინანსო კომიტეტის სხდომა. 18.09.15
საფინანსო კომიტეტის სხდომა. 18.09.15

 

2015 წლის 1 ივლისიდან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში” შესული ცვლილების თანახმად, ეროვნული ბანკს გამოეყო საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ჩამოყალიბდა. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს შემადგენლობა შვიდი წევრისგან შედგება. საქართველოს მთავრობა პარლამენტს ხუთ წევრს წარუდგენს, ერთ წევრს საბჭო აირჩევს და მეშვიდე წევრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება.

 

პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ვეტო 81 ხმით დაძლია, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტს ხელი მოაწერა

მასალების გადაბეჭდვის წესი