ახალი ამბები

კორონავირუსი: სენაკის ბაზარი იხურება

3 აპრილი, 2020 • 1136
კორონავირუსი: სენაკის ბაზარი იხურება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის გადაწყვეტილებით, სენაკის ბაზარი იხურება.

ინფორმაციას ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს 3 აპრილს. ამ წყაროს გადაწყვეტილებით, შტაბის სხდომაზე განიხილეს აგრარულ ბაზრებში არსებული მდგომარეობა და სენაკის ბაზრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს:

” სავაჭრო ობიექტი არ აკმაყოფილებს სპეციალისტების მიერ დადგენილ რეკომენდაციებს, ასევე არ ხდება სოციალური დისტანციის დაცვა. შტაბმა ასევე იმსჯელა ზუგდიდის და ფოთის აგრარული ბაზრების თაობაზე. შტაბის გადაწყვეტილებით, ეს ბაზრები ფუნქციონირებას განაგრძობენ. მონიტორინგის მასალების შესაბამისად, სენაკისა და ზუგდიდის ბაზრებში მდგომარეობა მოწესრიგდა, ადმინისტრაცია კი დამატებით ზომები გატარებას გეგმავს”, – ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

მასალების გადაბეჭდვის წესი