ახალი ამბები

საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრთა კანდიდატურებს დღეს განიხილავენ

18 სექტემბერი, 2015 • • 1092
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრთა კანდიდატურებს დღეს განიხილავენ

საბჭოს წევრად 5 წლის ვადით არჩევის მიზნით წარდგენილია ეფრემ ურუმაშვილის კანდიდატურა, ხოლო 7 წლის ვადით არჩევის მიზნით – ეკატერინე გალდავას, ირაკლი კოვზანაძისა და საშა ტერნესის კანდიდატურები. 

 

ეფრემ ურუმაშვილი კომპანია ”ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების” ერთ-ერთი დამფუძნებელია. კომპანია ინდუსტრიულ და კომერციულ სექტორებს იურიდიულ მომსახურებას უწევს. 

 

ეკატერინე გალდავა ბანკი ”ქართუს” შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორია. საშა ტერნესი ”პროკრედიტ” ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორია, ხოლო ირაკლი კოვზირიძე სს ”საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელია. დასახელდება საბჭოს მეხუთე კანდიდატიც. 

 

2015 წლის 1 ივლისიდან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში” შესული ცვლილების თანახმად, ეროვნული ბანკს გამოეყო საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ჩამოყალიბდა. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს შემადგენლობა შვიდი წევრისგან შედგება. საქართველოს მთავრობა პარლამენტს ხუთ წევრს წარუდგენს, ერთ წევრს საბჭო აირჩევს და მეშვიდე წევრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება.

 

პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ვეტო 81 ხმით დაძლია, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტს ხელი მოაწერა

მასალების გადაბეჭდვის წესი