ახალი ამბები

ეკონონიმიკის 0%-იან ზრდაზე პროგნოზი ოპტიმისტურია – თურნავა

3 აპრილი, 2020 • 648
ეკონონიმიკის 0%-იან ზრდაზე პროგნოზი ოპტიმისტურია – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას შეფასებით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგნოზი 2020 წელს საქართველოს 0%-იანი ეკონომიკური ზრდის შესახებ ოპტიმისტურია. როგორც თურნავა ამბობს არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია, შესაბამისად, ამ ეტაპზე მთავრობა საზოგადოებას ეკონომიკური ზრდის კონკრეტულ პროგნოზს ვერ შესთავაზებს:

“საკმაოდ რთულია ახლა კონკრეტული ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შეთავაზება, რადგან დამოკიდებულები ვართ იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კორონავირუსის გამოწვევა არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურად. დამოკიდებულები ვართ ასევე იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ამოიქოქება არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მსოფლიო ეკონომიკა. ვიტყოდი, რომ აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი 0%-იან ზრდაზე გარკვეულწილად ოპტიმისტურია. ჯობია, ჩვენ უარესისთვის მოვემზადოთ და შემდეგ გაგვიხარდეს, რომ უკეთესს მივაღწევთ.”

გაიგეთ მეტი ADB-ის პროგნოზზე

წელს საქართველოს ეკონომიკა 0%-ით, 2021-ში – 4.5%-ით გაიზრდება – ADB

 

მასალების გადაბეჭდვის წესი