ახალი ამბები

2 ახალი პაციენტი შიდა გავრცელებით დაინფიცირდა

3 აპრილი, 2020 • 1355
2 ახალი პაციენტი შიდა გავრცელებით დაინფიცირდა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაშიდაემატათ  კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი, რომელთაც ვირუსი ქვეყნის შიდა გავრცელების შედეგად გადაედოთ. ამის შესახებ სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა.

“დღეს კლინიკას დაემატა ორი ახალი პაციენტი, ორივე მათგანი არის ქვეყნის შიდა გავრცელების შედეგი, მათი გადადების წყარო კი ბოლომდე შესწავლილი არ არის. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა თითქმის უცვლელია. ერთი პაციენტია საყურადღებო, თუმცა ექვემდებარება მკურნალობას და დინამიკაში იგრძნობა უკეთესობა. ხვალისთვის ველოდებით 3 პაციენტის გაწერაზე აგდაწყვეტილების მიღებას”, – განმარტა სოლოღაშვილმა.

საქართველოში 3 აპრილის 10:45 საათის მონაცემებით ფიქსირდება კორონავირუსის 148 დადებითი შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 27 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 319 პირია მოთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი