ახალი ამბები

წელს საქართველოს ეკონომიკა 0%-ით, 2021-ში – 4.5%-ით გაიზრდება – ADB

3 აპრილი, 2020 • 1400
წელს საქართველოს ეკონომიკა 0%-ით, 2021-ში – 4.5%-ით გაიზრდება – ADB

აზიის განვითარების ბანკის (ABD) პროგნოზით 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 0%-ით გაიზრდება. ამის მიზეზად ბანკი კორონავირუსის პანდემიასა და ნავთობზე შემცირებული ფასებს ასახელებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ ზრდას საგრძნობლად შეანელებს.

ეკონომიკური აქტივობის გააქტიურებას აზიის განვითარების ბანკი უკვე 2021 წლიდან ელოდება და 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. განვითარების ბანკის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს ექსპორტი 3.6%-ით გაიზრდება, ხოლო იმპორტი- 1.1%-ით. ამავე პროგნოზით 2021 წელს ექსპორტი დაახლოებით 12%-ით, იმპორტი კი 7%-ით ზრდება.

“აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი 2020 -ის ვარაუდით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2020 წელს 0%-მდე დაეცემა კოვიდ-19-ის პანდემიისა და ნავთობზე ფასების ვარდნის, შემცირებული მოხმარების, ტურიზმისა და ვაჭრობის პასუხად. თუმცა საქართველოს ეკონომიკის ჩვეულ დინამიკაში დაბრუნება 2021 წელს 4.5%-იანი ზრდითაა მოსალოდნელი.

ვაჭრობაში სარგებლიანობისა და მთავრობის მიერ უმაღლეს განათლებაში გაზრდილი ხარჯვის შედეგად 2020 წელს სერვისები 1.1%-ით, ხოლო 2021 წელს, ტურიზმის გამოცოცხლებასთან ერთად, 6.3%-მდე გაიზრდება. ამავდროულად, 2020 წელს ნავარაუდევია მრეწველობის 3.1%-იან ნიშნულზე შეჩერება, მშენებლობისა და წარმოების ტემპის კლების ფონზე, თუმცა 2021 წელს 2.1%-ით ზრდაა ნავარაუდევი მაღალი შედეგებით სამთო-მოპოვებით სექტორში.

ადმინისტრირებული ფასების დადგენამ სურსათზე 2020 წელს ინფლაციის 4,5%-მდე, 2021 წელს კი 3,0%-მდე შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი, რაც ცენტრალური ბანკის სამიზნე მაჩვენებელს წარმოადგენს”,-აცხადებენ ADB-ში.

ADB-ის ანგარიშის თანახმადვე, ეკონომიკური ზრდის რისკებს წარმოადგენს სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკების მოსალოდნელზე მეტად შენელება, სუსტი შიდა მოთხოვნა, ტურიზმის სფეროს ზრდის შეფერხება და გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე გამკაცრებული ლიკვიდურობა, რაც ნაწილობრივ კოვიდ-19-ის გავლენის შედეგია.

ამავე თემაზე გირჩევთ

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად

მასალების გადაბეჭდვის წესი