3 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 148-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 27.
გუშინ საღამოს დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 134 იყო.
ოფიციალური stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.